თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება

თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები 2022 წელს რამდენჯერმე დაკორექტირდა, თუმცა ლირასთან მიმართებით, ლარის კურსის გამყარების გამო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საქართველოში, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია.
თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა.
თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო
შემდეგი სტატიაბჟანია: ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას