თურქული მედია ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციაზე

თურქულ მედიაში ახმედ ჩატაევის ლკვიდაციის შესხებ პირველი ინფორმაცია დაახლოებით 18 საათის უკან გამოჩნდა და ის მთელმა თურქულმა პრესამ აიტაცა.
პირველწყაროდ გაზეთ ,,ჰაბერთურქის,, ჟურნალისტის მუსტაფა შექეროღლუს სტატია ცხადდება, რომელიც თბილისში, გაბრიელ სალოსი გამზირზე განხორციელებულ სპეცოპერაცას ეხება. სტატიაში ნათქვამია, რომ ,,საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთი – ახმედ ჩატაევია,,
სტატიის ავტორი არ ეყრდნობა, რომელიმე სტრუქტურიდან ან კონფიდენციალური წყაროდან მიწოდებულ ინფორმაციას. თავად ზემოხსენებული სტატია კი – ჩატაევის ლიკვიდაციის ვერსიის ,,რუსთავი-2,,-ში გასვლიდან 4-5 საათის შემდეგ არის გავრცელებული.
აღსანიშნავია, რომ თურქული მედია ზოგადად, ტერაქტების მომწყობთა და მონაწილეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას, მოვლენიდან მოკლე ხანშივე აქვეყნებს, სადაც მიუთითებს, რომ ინფორმაცია სპეცსამსახურების სარწმუნო წყაროებიდან მიიღეს. ჩატაევის შემთხვევაში კი, თურქულ მედიას არც ქართული და არც თურქული სპეცსამსახურები, ინფორმაციის წყაროდ არ დაუსახელებია.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა: აშშ-ს ქმედებები სირიაში ოკუპაციას ემსგავსება
შემდეგი სტატიაშს მინისტრის პირველმა მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა