თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი უკვე საქართველოშია

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

რამდენიმე წუთის წინ “თაიმერს” აცნობეს, რომ სოფელ კახათის მკვირდი ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი უკვე გადამოასვენეს საქართველოში.

” თურქეთში სამუშაოდ წასული ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მკვირდი ლუხუმ ჯანჯარია ერთ-ერთ სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს”-ამის შესახებ “თაიმერს” ჯანჯარიას ოჯახის წევრებმა აცნობეს. 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გარდაცვლილს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, ხოლო ყელი, სავარაუდოდ, ბასრი დანით აქვს გამოჭრილი. ლუხუმ ჯანჯარია თურქეთში სამუშაოდ ნაცნობის დახმარებით წავიდა. მას ფაბრიკაში უნდა ემუშავა, თუმცა იგი მაღალ მთიან რეგიონში წაიყვანეს, სადაც თხები უნდა ემწყემსა, რასაც ჯანჯარიას პროტესტი მოჰყვა. ამ დროდმე უცნობია თუ რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცზე თავდასხმის მიზეზი. ის თავდაპირველად ქალაქ იზმირში ჩავიდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ლუხუმის მკვლელობა მოხდა სწორედ ამ ქალაქში, ხოლო კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სტამბულში წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს.

banner
წინა სტატიაშიკვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სტამბულში წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს-მკვლელობა თურქეთში
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-სამეგრელოში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი გადადგა