ექსკლუზივი-სამეგრელოში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი გადადგა

სამგრელო-ზემო სვანეთის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსმა რამაზ ეჯიბიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ” თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. “თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, ეჯიბიას თანამდებობა დოკუმენტაციის გაყალბების საკითხს შეეწირა, რომელიც შავ ზღვაში ქაფშიის რეწვასთან იყო დაკავშირებული. ამავე წყაროს ცნობით, ეჯიბია „სამეგრელოს რაიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მითითებებს აძლევდა თუ ვისთვის მიეცათ ტენდერები“.  „თაიმერი“ მოვლენების განვითარებას თვალყურს ადევნებს და უახლოეს დღეებში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

 

banner
წინა სტატიაშითურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი უკვე საქართველოშია
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი ლონდონში ტერეზა მეის ესტუმრება