თურქეთში დაპატიმრებულმა ISIS-ს წევრმა, დაპატიმრების მერე პოლიციელი მოკლა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბულში დაკავებულმა ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) ტერორისტმა, დაკავების შემდეგ, ფატიჰ ვატანის პროსპექტზე მდებარე პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გადაყვანის დროს, დანით თურქი პოლიციელი დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელიც თურქ პოლიციელებს თვითმკვლელი ტერორისტი ეგონათ, სტამბულის ერთ-ერთ პროსპექტზე დააკავეს. თუმცა, როგორც ირკვევა, დაკავებულის ჩხრეკა სათანადო დონეზე არ ჩატარებულა. დამნაშავე, პოლიციის განყოფილების ეზოში შეყვანის დროს ტანსაცმელში დამალული დანით, პოლიციელ სინან აჯარს თავს დაესხა და დაჭრა. აჯართან ერთად მყოფმა მეორე პოლიციელმა დამნაშავე ადგილზე მოკლა. სინან აჯარი, მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში გადაყვანიდან მცირე დროში დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი-ყვავილების ზღვა ანუ ყვავილები ზღვის პირას
შემდეგი სტატიატრამპის ბავშვობის სახლი ქირავდება