პაატა ბურჭულაძე – ჩვენ გვინდა, რომ ხალხი სწორი გზით წავიყვანოთ

მოდით, პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთ, რადგან მე ეს აზრადაც არ მაქვს ამ მომენტში , – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებზე დასმული შეკითხვის კომენტირებისას განუცხადა. “ჩვენ დღეს ვართ ფონდი და ეს ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თქვენ ამაში სულ ცოტა ხანში დარწმუნდებით. სამ თვეში დავდებთ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. მგონი, ამ ხედვას უნდა მიაყურადოს მთავრობამ და ყველამ, მთელმა საზოგადოებამ”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ფონდი არის საზოგადოებრივი მოძრაობა და “არავითარი პოლიტიკა ამაში არ არის”. “ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი და გვინდა, რომ ეს ხალხი სწორი გზით წავიყვანოთ, რადგან დღევანდელი მიმართულებით, ჩვენი ფონდი უკმაყოფილოა, ამას ძალიან ღიად ვაცხადებ”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ. “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი დღეს ორგანიზაციის წევრებთან ერთად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაში“ფილიპ მორისს” “ომეგასთვის” 70 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა
შემდეგი სტატიაანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატის ბრალდებებს “ნაციონალურ მოძრაობაში” აბსურდულს უწოდებენ