თურქეთში 70 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს

turqeti

თურქეთში 70 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. მათ ბრალად აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფედჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ედებათ ბრალი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჯარისკაცების დაკავების სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე რაიონში ჩაატარეს. მათ შორის სტამბოლში, ანკარასა და იზმირში. დაპატიმრებულთაგან 62 სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა, ოთხი საზღვაო ძალებში, კიდევ ოთხი კი ჟანდარმერიაში.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის ივლისში მოხდა. მას შემდეგ ხელისუფლება ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით, ათობით ადამიანი დააკავა. მათ შორის სამხედროებიც.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: პრეზიდენტმა პოლიტიკური პოზიციონირება გააკეთა
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობის აქციაზე პარტიის ორი წევრი დააკავეს (ვიდეო)