თურქეთმა შენგენის ზონის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ამის შესახებ საუბარია გადაწყვეტილებაში, რომელიც სამთავრობო მაცნეში Resmi Gazete დღეს დაიბეჭდა. დირექტივა ძალაში მას შემდეგ შევა, როცა ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს საზღვრებს გაუხსნის.
დღესვე “ბიბისიმ” გაავრცელა, რომ ევროკომისიამ თავხმობა განაცხადა თურქებისთვის შენგენში უვიზო მიმოსვლაზე. გამოცემის წყაროების ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თუმცა, ანკარას მიერ ადრე წამოყენებული პირობები არ შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ იმისათვის, რომ თურქეთმა შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი მიიღოს, მან ევროკავშირის 72 პირობა უნდა დააკმაყოფილოს.