თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარი განაცხადა

თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუს თქმით, ანკარა რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვებს არ დაუწესებს – ამის შესახებ განცხადება მან დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ჩვენ არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც რუსეთის მოქალაქეებზე ნეგატიურად იმოქმედებს. რუსი ხალხი ჩვენი ხალხისთვის მეგობარია. ანტალია ბევრი რუსისთვის მეორე სახლი გახდა და ჩვენ ძველებურად ველოდებით რუს ტურისტებს” – განაცხადა თურქეთის პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ეკონომიკური სანქციების წინააღმდეგ ყოველთვის გამოდიოდა. “რუსეთის მოქმედება, რომელიც თვითონ დაზარალდა სანქციებისგან და რომელსაც ის ახლა თურქეთის წინააღმდეგ იყენებს, თავისივე პოზიციას ეწინააღმდეგება. ეკონომიკური დამოკიდებულებები ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია” – ხაზი გაუსვა დავუთოღლუმ.
მან რუსეთს მოუწოდა, ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ. “ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, და იმისთვის, რომ მომავალი ურთიერთობები განვიხილოთ. მაგრამ ჩვენ, ჩვენი საზღვრის დაცვით საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ” – განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: პენსიის გაზრდის გადაწყვეტილება გაიგივებული არ უნდა იყოს არჩევნების მოახლოებასთან
შემდეგი სტატიაიეჰოვას მოწმეთა გაერთიანების ოფისი უკვე მეორედ დაცხრილეს