თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის განყოფლებასთან ძლიერი აფეთქება მოხდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ერთი ოფიცერი, 25-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პოლიციის განყოფილების შენობის დიდი ნაწილი დანგრეულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.
ჯიზრე ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. 2015 წელს ქალაქში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს.
https://youtu.be/JxvHr8tx_cI