თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კომისია რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაერო-ს მონაწილეობით კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კომისია რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაერო-ს მონაწილეობით კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ამასთან, ერდოღანი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც, რა დროსაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება, რომელიც ეჭვებს არ დატოვებს.

გარდა ამისა, ზელენსკისთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზად არის, მოსკოვსა და კიევს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად საკუთარი როლი შეასრულოს.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატობა ვერ დაგვეხმარება, თუ არ გვეყოლება მთავრობა, რომელიც მას გამოიყენებს – ბოკერია
შემდეგი სტატიაის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან – მსხილაძე