თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთთან სარაკეტო საზინოტო კომპლექს С-400-ს შეძენაზე მოლაპარაკებები თითქმის დამთავრებულია და მას არ ესმის თუ რატომ აწეუხებს აშშ-ს ეს ამბავი.
,,რითი არიან ისინი შეწუხებულები? ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი უსაფრთხოებისათვის გარკვეული ზომები მიიღოს. სხვა იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ისინი შეფოთებას არ გამოხატავენ და С-400-თან დაკავშირებით გამოხატეს,, განაცხადა ერდოღანმა სპარსეთის ყურეში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ.შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაერთიანებული შტაბების წარმომადგენელმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ აშშ მხარე შეშფოთებულია ნატოელი პარტნიორის მხრიდან რუსეთის სარაკეტო კომპლექსების შეძენის გამო.