თურქეთი აშშ-ს მოკავშირეებისაგან მოსალოდნელ თავდასხმაზე საუბრობს

თურქეთი აცხადებს, რომ მისმა სპეცსამსახურებმა ხელში ჩაიგდეს ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც სირიაში აშშ-ს მოკავშირე ,,ქურთების დემოკრატიული კავშირის,, (PYD) შეიარაღებული დაჯგუფებები, სირიაშივე თურქეთის მიერ წარმოებული ,,ფირატ ქალქანის,, ოპერაციაში მონაწილე შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმას ამზადებენ.
თურქულ მედიაში საუბრაია ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურის მიერ თამაბერძოლთათვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაზე, რომელშიც ის აცხადებს, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს,, დედაქალაქად გამოცხადებული რაკკას აღების შემდეგ, ქურთების სამიზნე სირიაში თურქეთის არმიის მიერ დაკავებული მოსაზღვრე ტერიტორიები გახდება და რომ სირიის ეს ტერიტორია ოკუპნტი თურქებისა და ,,თავისუფალი სირიის არმიის,, მებრძოლებისაგან უნდა გაიწმინდოს.

აღსანიშნავია, რომ თურქულ მედიაში გამოჩენილ ამ ინფორმაციას, წინ უძღოდა აშშ-ს მიერ სირიაში ასადისა და ,,ისლამური,, სახელმწიფოს მთავარ მოწინააღმდეგედ მიჩნეული ქურთების ,,ქურთების დემოკრატიული კავშირის,, (PYD) შეიარაღებული დაჯგუფებებისათვის, ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად, იარაღის მსხვილი პარტიის მიწოდება, რამაც თურქეთი ძალიან გაანაწყენა.
თურქეთი ,,ქურთების დემოკრატიული კავშირის,, (PYD) რაზმებს, თავის თერიტოიაზე მოქმედი ,,ქურთების მუშათა პარტიის,, (PKK) ტერორისტული დაჯგუფებების მოკავშირედ და ასევე ტერორისტებად აცხადებს და მიაჩნია, რომ მათი შეიარაღებით აშშ იმ ქურთ ტერორისტებს აიარაღებს, რომლებიც თურქეთს უქმნიან საფრთხეს. 16 ივნისს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადებაც ამ თემას ეხებოდა… ,,მე ვერ გამიგია რას ნიშნავს აშშ-ს მოქმედება, როდესაც ის ერთ ტერორისტულ სტრუქტურას ებრძვის და მეორეს აიარაღებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ თუ PYD-ი დაემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენ მათ საკადრის პასუხს გავცემთ,, განაცხადა ერდოღანმა ორი დღით ადრე, ვიდრე მისი უშიშროება ქურთების მიერ სირიაში თურქეთის ჯარებზე თავდასხმის დაგეგმვის მამტკიცებელ ვიდეოს ჩაიგდებდა ხელთ.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშიირანმა ISIS-ზე საპასუხო დარტყმა განახორციელა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს