კახა მიქაია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა„გვარამიას პროვოკაციულმა პოსტმა ჯერარნახული პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია,“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის შესაძლო ავადმყოფობაზე გავრცელებულ ხმას „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია, რომლის თქმითაც, თავად ბიძინა ივანიშვილიც იძულებული გახდა, გამოხმაურებოდა გვარამიას ,,შედევრს.“
„ინტერნეტ პორტალებსა და „ფეისბუქაქტივისტებზე“ რომ არაფერი ვთქვათ, ივანიშვილის ,,გამოჩენამდე“ მისი მომხრეები გამწარებით უმტკიცებდნენ საკუთარ თავს და მერე, პოლიტიკურ ოპონენტებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ბიძინა ივანიშვილი თავს კარგად გრძნობსო. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ივანიშვილს კაჟივით ჯანმრთელობას უსურვებდნენ მტრის ჯინაზე, ზოგმა ივანიშვილის დაცვის გაძლიერებაც კი მოითხოვა კატეგორიულად. ერთი სიტყვით, გვარამიას პოსტმა, საზოგადოებაში „ნაცების“ დროინდელი ,,მოდელირებული ქრონიკის“ ეფექტი შექმნა და ვფიქრობ, დასახულ მიზანსაც მიაღწია.
ბატონო ბიძინა, ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ, მაგრამ ეს ხალხი (ერთიც და მეორე მხარეც) რომ მისახედია და სტაციონარში თუ არა, ამბულატორიულად მაინც სამკურნალო, არ მგონია, თქვენში ეჭვს იწვევდეს,“ – წერს მიქაია „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშითურქეთი აშშ-ს მოკავშირეებისაგან მოსალოდნელ თავდასხმაზე საუბრობს
შემდეგი სტატიააშშ-ს კოალიციამ სირიაში რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო