თურქეთ-სირიის საზღვარზე 400 მეტრიანი საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

თურქეთის უშიშროების სამსახურმა ჟანდარმერიასთან ერთად, თურქეთ-სირიის საზღვარზე, ტერორისტების მიერ გათხრილი 400 მეტრის სიგრძის საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა.
თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე მომქედი ტერორისტული ორგანიზაციების მესვეურთა მიერ, საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და საბრძოლო მასალების გადასატანად განკუთვნილი 400 მეტრის სიგრძის საიდუმლო გვირაბი, რომლის ერთი გასასვლელი თურქეთის საზღვრის 50 მეტრზე შიგნით შენიღბული იყო, თურქეთის სპეცსამსახურებმა ქალაქ მარდინთან ახლოს, ნუსაიბინის რაიონში აღმოაჩინეს.
გვირაბის აღმოჩენისა და მისი შესწავლის დროს, თურქულმა სპეცსამსახურებმა გვირაბში ტერორისტების მიერ შეტანილი ასაფეთქებელი ნივთიერებებიც აღმოაჩინეს.

14924051_669791809847676_1286299515_o

banner
წინა სტატიაში(video) “მოქმედ პრეზიდენტს არაფერი ემუქრება”-ზაქარია ქუცნაშვილი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას საგანგებო წერილი და მიმართვა თანაპარტიელებს