თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის? უკრაინას სტატუსი მიეცა ომის გამო – ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმიტომ არ აძლევენ, რომ ქვეყანაში ომი არ არის, ხოლო უკრაინას აძლევენ იმის გამო, რომ იქ ომია:

“35-მა გმირმა სამხედრომ თავი შეწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ჩვენ დღეს რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს მეგობრებო? პირდაპირ საჯაროდ თქვეს, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. ” თქვა ღარიბაშვილმა თავისი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიკლემან ბონი – არ არსებობს გაწევრიანების პროცედურის დაჩქარება, არ არსებობს სამეფო საშვი, უკრაინამ ჯერ უნდა დაამთავროს ომი, აღადგინოს ქვეყანა, შეასრულოს მოთხოვნები, რასაც დრო სჭირდება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ საქართველო მომდევნო წლების მუშაობის შედეგად ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ