პოლონეთი ,,გაზპრომისაგან,, განთავისუფლდა…

პოლონეთის მიერ ენერგოუსაფრთხოების სფეროში გაწეულმა უდიდესმა ინვესტიციამ, ის რუსეთის გაზისა და მისი მომწოდებელების მიერ განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი გახადა…

სვინოუსტის პორტში აშენებული უდიდესი გაზის ტერმინალი, 11 დეკემბერს შეკუმშული გაზის პირველ სატესტო პარტიას მიიღებს, აცხადებს პოლონური მედია. 315 მეტრი სიგრძისა და 50 მეტრი სიგანის გაზის პირველი ტანკერი, ყატარის კომპანია,,Qatargas,,-ისაგან პირველად პოლონეთის ისტორიაში 200.000 კუბურ მეტრ შეკუმშულ გაზს ჩაიტანს სვინოუსტში, რაც  120 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექვივალენტია. მომდევნო გემი 2016 წლის პირველ კვარტალში შევა სვინოუსტის პორტში, ხოლო კომერციული გაზის პირველ მიწოდებას პოლონელი მომხმარებლებისთვის, ტერმინალი 2016 წლის შუა პერიოდისთვის გეგმავს.

ტერმინალის მეშვეობით, პოლონეთს საზღვაო გზით,  მსოფლიოს ნებისმიერი მიმწოდებლისაგან გაზის მიღება შეუძლია, რაც პოლონეთის პრემიერის ევა კოპაჩის სიტყვებით, ,,პოლონეთის რუსული გაზისაგან დამოუკიდებლობას ნიშნავს,,

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის ცენტრში თვითნაკეთი მოწყობილობა ააფეთქეს…
შემდეგი სტატია“თუ ვინმეს ჩემი პერსონა არ მოსწონს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამას უნდა გადააბიჯოს”