თუ ვიღაცას ამ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია და ეშინია, ან თავისი კომპეტენციის იმედი არ აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს იმ პასუხისმგებლობას არ აბათილებს, რაც ჩვენ ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვაკისრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომლებსაც მოქალაქეებმა ხმა მისცეს და პასუხისმგებლობა დააკისრეს.

მისივე თქმით, კრიზისის დასაძლევად ერთობლივად მუშაობაა საჭირო.

„ამ თემას თვალყურს ვერ ვადევნებ, გუშინ წავიკითხე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, ყველამ თუ ნაწილობრივ, განაცხადი დაფინანსების მოთხოვნაზე შეიტანეს. ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, გეუბნებით, რომ ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ყველა ის პარტია და დეპუტატი, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს და პასუხისმგებლობა დააკისრეს.

რა თქმა უნდა, ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ თუ ვინმე თავისთვის გადაწყვეტს, რომ ეს პასუხისმგებლობა არ აიღოს, ან სხვა მიზნები ამოძრავებს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვინც ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, არ შევკრიბოთ პარლამენტი, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, არ მივხედოთ ეპიდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ა.შ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე არის გამსაზღვრელი ამ ქვეყნის პოლიტიკის. მან თქვა, რომ პასუხისმგებლობას გაკისრებთ ერთ-ორ და ხუთ პატიას, იმუშავეთ ერთად იმისთვის, რომ დაძლიოთ ეს კრიზისი. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, როგორც ვიღებდით აქამდე. თუ ვიღაცას ამ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია და ეშინია, ან თავისი კომპეტენციის იმედი არ აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს იმ პასუხისმგებლობას არ აბათილებს, რაც ჩვენ ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვაკისრეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ბაზრობებზე, მოლებში, მაღაზიებსა და საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, გარდა ამისა, მათ სახელმწიფო სესხების გადავადებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ფინანსთა სამინისტროს დაევალა, ყველა მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე