თუ საკითხი დაისვა, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს – სერგეენკო გახარიას მუქარის წერილზე

დაიწყება თუ არა გახარიას მუქარის წერილზე გამოძიება – მამუკა ხაზარაძე პროკურატურას საგანგებოდ მიმართავს და ყოფილი პრემიერის მხრიდან ბადი ჯაფარიძის წერილის გადაცემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

“ლელოს” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მუქარის წერილი მან ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გადასცა, თუმცა სად და რა ფორმით არ აკონკრეტებს.

“თუ საკითხი დაისვა, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაიწყოს. რაღაც კვალიფიკაციის მინიჭება წინასწარ, რომ ეს სახელმწიფო დანაშაული იყო თუ დავუშვათ საერთოდ არ მომხდარა, ახლა რთული იქნება ამაზე ლაპარაკი, უბრალოდ თქვან ამ ადამიანებმა რეალურად როგორ იყო საქმე მისცენ გამოძიებას საშუალება გამჭვირვალედ შეისწავლოს”, – ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი დავით სერგეენკო.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ოპოზიციის მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ეყრდნობა მოდერატორების წინადადებებს, რომელიც ასახული იყო შეთანხმებაში
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას კვლავ პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს