აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას კვლავ პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უკვე მეორე ვადით მოქმედი თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მას 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარმენ ჯალაღონიას თავმჯდომარეობის პერიოდში გაყალბდა გასული წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და მისი კანდიდატურა მეორე ვადით არ უნდა ყოფილიყო წარდგენილი.

„რაც შეეხება ოპოზიციის კითხვებს, ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და არც ერთი კითხვა არ დაგვიტოვებია უპასუხოდ. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ყველა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლებიც ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, განვლილი არჩევნები შეაფასა, როგორც დემოკრატიული და გამჭვირვალე. ჩვენ კი მზად ვართ, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან და დაინტერესებულ პირთან ვითანამშრომლოთ და გავცეთ ყველა კითხვას პასუხი“, – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

banner
წინა სტატიაშითუ საკითხი დაისვა, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს – სერგეენკო გახარიას მუქარის წერილზე
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე – სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ საქმის განხილვა განაახლა