თუ რუსეთს მართლა სურს ომის დიპლომატიური გზით დასრულება, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებას სურს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო დანაყოფები თავად უნდა გაიყვანოს და არ დაელოდოს, სანამ სანამ უკრაინა ტერიტორიებს ძალისმიერი გზებით გაათავისუფლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ლათინო ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“თუ რუსეთს სურს აირჩიოს დიპლომატიური გზა, უნდა დატოვონ აქაურობა, სანამ კიდევ მეტს მოვკლავთ და ძალით გავიყვანთ. ვფიქრობ დიდი განსხვავებაა, დიახ, ერთი მხრივ შედეგი იგივეა, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ საკუთარ ტერიტორიებს ვათავისუფლებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანაკარგების შემცირება, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, ვართ თუ არა მზად რაიმე ტიპის დიალოგისთვის”, – თქვა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, მოუწევს თუ არა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია სამხედრო გზით, ეს მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიდნიპროზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა – 22 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატია2 ივნისს დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა 48 საათამდე გაუხანგრძლივეს