თუ პუტინი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს ნატოსთვის “თამაშის წესებს” შეცვლის – დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება “თამაშის წესების შეცვლას” გამოიწვევს და ნატომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ უპასუხებს.

მას მიაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ქიმიური იარაღი, რადგან ვლადიმერ პუტინი “ძალიან რთულ სიტუაციაშია”.

”რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მისი ლიდერებს შეერთებული შტატების მეთაურობით, მოუწევთ მაგიდასთან დასხდნენ და სერიოზულად დაფიქრდნენ რა გააკეთონ, რადგან ეს საშიში გახდება არა მხოლოდ ევროპისთვის ან ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის”, – თქვა ანდჟეი დუდამ.

banner
წინა სტატიაშიადამიანების ცოცხლად დამარხვა, შვილების მშობლების თვალწინ გაუპატიურება – მოსთხოვს თუ არა მსოფლიო პასუხს რუს ოკუპანტებს აფხაზეთში ჩადენილ სადიზმზე
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გახდა