თუ პარლამენტი კლანს გადაუფორმებს სასამართლოს, ეს მომავალ თაობასაც წაართმევს შანსს მიიღოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება – კახიძე

ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს არა ივანიშვილის დავალებების, არამედ საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე მიუდგნენ.

„თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სასამართლოს მმართველ კლანს ბოლომდე გადაუფორმოს უზენაესი სასამართლო და დააკომპლექტოს საკასაციო ინსტანციის უწყება, ეს ჩვენს მომავალ თაობასაც წაართმევს შანსს, რომ რაღაც ეტაპზე მაინც მიიღოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. მინდა „ქართული ოცნების“ დეპუტაციას მოგიწოდოთ, ამ საკითხს ნუ მიუდგებით იმ მითითების, დავალების თუ თხოვნის მიხედვით, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მხრიდან მოდის. მიუდექით საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე და იფიქრეთ ხვალინდელ, ზეგინდელ დღეზე, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს დასჭირდებათ დამოუკიდებელი სასამართლო და ამის ნაცვლად მიიღებენ დავალებების შემსრულებელ მართლმსაჯულებას,“ – განაცხადა კახიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიჟენევის ფორმატი არის უალტერნატივო, ბოლო წლებში მან მიიღო ტექნიკური ხასიათი და ჩვენ პოლიტიკური დიალოგის წარმოება გვჭირდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო