თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ სარალიძის დაკავებით შვილმოკლული მამების პროტესტი დასრულდება, ტყუილად ფიქრობს

„ხელისუფლება ემზადება არჩევნების მასობრივად გასაყალბებლად და მას ძალიან ეშინია ორი შვილმოკლული მამის, რომელიც რუსთაველზე დგას,“- ასე გამოეხმაურა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის დაკავებას.

კილაძის თქმით, შვილმოკლული მამები პროტესტს არ შეწყვეტენ, რადგან სიმართლე ისევ დასადგენია.

„მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს პროვოკაციები თავიდან აგვეცილებინა. პოლიცია სისტემატურად, კვირების განმავლობაში ძალადობდა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ზაზა სარალიძის დაკავებით შვილმოკლული მამების პროტესტი დასრულდება, ტყუილად ფიქრობს, იმიტომ, რომ ეს მუხტი არსად წასულა. სამართალი ისევ საძებარია და უნდა გაგვცენ პასუხი კითხვაზე, ვინ მოკლა დათო სარალიძე. როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ უზნეობაა გირგვლიანისა და სარალიძის შვილის მკვლელობის ერთმანეთთან შედარება, აქვე დგას მეორე მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც შვილი სუს-მა მოუკლა,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადება
შემდეგი სტატია8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 2004 წელს, 11 წლის ბიჭის გაუჩინარების საქმეზე დააკავეს