თუ “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი დაბრუნდება უწყებაში, მე მოვალ ყველა დოკუმენტით თქვენს ეთერში და არავისთვის ეს არ იქნება სასიამოვნო”

tina xidasheli

tina-xidasheliთუ “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი დაბრუნდება უწყებაში, მე მოვალ ყველა დოკუმენტით თქვენს ეთერში და არავისთვის ეს არ იქნება სასიამოვნო”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, უჩა ძოძუაშვილის გათავისუფლებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა მისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა მხოლოდ ორი თვის წინ მოახერხა. კითხვაზე, რატომ ვერ ათავისუფლებდა ძოძუაშვილს, ხიდაშელმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
”ამას აღარ აქვს მნიშვნელობა თუ რატომ ვერ ვათავისუფლებდი. ის აღარ არის თანამდებობაზე. მე ვითხოვდი „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლებას და ამის შესახებ იცის ყველა ჟურნალისტმა, ვისაც კი თავდაცვის სამინისტროსთან გაუვლია, მაგრამ მხოლოდ ორი თვის უკან მოვახერხე მისი თანამდებობიდან გაშვება. იმედია, ის არ დაბრუნდება თავდაცვის სამინისტროში. აი, თუ “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი დაბრუნდება უწყებაში, მე მოვალ ყველა დოკუმენტით თქვენს ეთერში და არავისთვის ეს არ იქნება სასიამოვნო”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მაისში, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა. როგორც ცნობილია, კახეთის მოსახლეობის ნაწილი აცხადებდა, რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნით სისტემურად არასწორი ნაბიჯია გადადგმული
შემდეგი სტატიამამუკა კუდავა: „იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ქვეყნისთვის მავნებელია!“