მამუკა კუდავა: „იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ქვეყნისთვის მავნებელია!“

1375882386_mamuka-kudava„მინისტრად, მით უფრო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად ნორმალურ ქვეყანაში ინიშნება ან პოლიტიკოსი, რომელიც პარტიულ ხაზს გაატარებს და თავისი სფეროს წარმატებულ ლობირებას განახორციელებს მთავრობაში, ან ამ სფეროს კარგი სპეციალისტი. ბატონი იზორია კი აქედან არცერთია“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მამუკა კუდავა თავდაცვის მინისტრად სუს-ის უფოროსის მოადგილის, ლევან იზორიას დანიშვნას.
კუდავას თქმითვე, იზორია არც „ოცნების“ მმართველი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და შეხება არც თავდაცვასთან ჰქონია.
„გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრად სუს-ის ამ მაღალჩინოსნის დანიშვნა მიზანშეუწონელია თუნდაც იმიტომაა, რომ სუს-მა საზოგადოებას ვერ გასცა პასუხი ვერც მოსმენებზე და ვერც – სკანდალურ ვიდეოჩანაწერებზე,- წერს კუდავა და აცხადებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად მხოლოდ წარუმატებელი კი არა, მავნებელიცაა.

banner
წინა სტატიაშითუ “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი დაბრუნდება უწყებაში, მე მოვალ ყველა დოკუმენტით თქვენს ეთერში და არავისთვის ეს არ იქნება სასიამოვნო”
შემდეგი სტატია(VIDEO) „სიმფსონები“ ხმას ჰილარი კლინტონს აძლევენ