ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნით სისტემურად არასწორი ნაბიჯია გადადგმული

usufashviliლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნით სისტემურად არასწორი ნაბიჯია გადადგმული-ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარე დავითუსუფაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. მან მინისტრთა კაბინეტის ორი ახალი წევრი შეაფასა და განაცხადა, რომ ლევან იზორია მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე ადამიანია, თუმცა უსუფაშვილის თქმით, თავდაცვის უწყების და ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ნაბიჯი სისტემურად არასწორად დანახული მომავალია . უსუფაშვილი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრს ჰქონდა საკმარისი დრო, რათა უკეთ მომზადებულიყო ამ ცვლილებისთვის.

“მმართველი გუნდისთვის, პრემიერისთვის ეს თემა, რომ თავდაცვის მინისტრი აღარ იქნებოდა თინა ხიდაშელი, დიდი ხანია ცნობილი იყო და მათივე სურვილიც იყო, რომ ეს ასე მომხდარიყო, ამიტომ შეიძლებოდა უკეთ მომზადება ამ საქმისთვის. მაგრამ მე უფრო ღრმად არ ჩავალ რამოდენიმე მიზეზის გამო, ზოგ მიზეზს უბრალოდ არც კი დავასახელებ, მაგრამ არის კიდევ სხვა მიზეზები. მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, უშიშროების საბჭოს წევრი ვარ მეც და ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრიც. ჩვენ ერთად მოგვიწევს ძალიან სერიოზულ საქმეებზე მსჯელობა. ცხადია, ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა მექნება ის ურთიერთობა, რაც უნდა მქონდეს. თავად ლევან იზორიას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, უნივერსიტეტის პირველი წლებიდან. მას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით აქვს სერიოზული კვალიფიკაცია, მაგრამ თავდაცვის უწყების და ჯარის სპეციფიკიდან გამომდინარე მე მგონია, რომ ეს სისტემურად არასწორად დანახული მომავალია და არასწორი ნაბიჯია. მაგრამ, მე ვისურვებ, რომ ამ ჩემი აზრით არასწორმა ნაბიჯმა არასწორი პოლიტიკა არ გამოიწვიოს ამ საფეროში და ამისთვის ყველამ უნდა იზრუნოს-პრემიერმაც, მინისტრმაც, მეც ჩემი მხრიდან რაც შემეძლება, იმიტომ, რომ ჯარი და თავდაცვის უწყება ეს არის ის სფერო, სადაც ყველას ინტერესშია ნაბიჯების სწორად გადადგმა. ამიტომ, მე ოპონენტი ვარ ამ შემთხვევაში ”ქართული ოცნების”, ოპონენეტი ვარ პრემიერის ამ არჩევნებზე, მაგრამ არ მიხარია ის, რასაც ვამბობ. მე გამიხარდებოდა სხვა რამ რომ შემეძლოს მეთქვა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია „ილიაობას“ დაესწრება
შემდეგი სტატიათუ “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი დაბრუნდება უწყებაში, მე მოვალ ყველა დოკუმენტით თქვენს ეთერში და არავისთვის ეს არ იქნება სასიამოვნო”