თუ ჩვენ გვექნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობის ქმედებები ბიზნესში პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეპუტაციას

საქართველოში ბიზნესგარემოს მკვეთრად გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ყურადღებით სწავლობს დიპლომატიური კორპუსი. საქართველოში საფრანგეთის ელჩი, პასკალ მენიე აცხადებს, რომ საერთაშორისო გაერთიანება შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით, ხოლო დიპლომატების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი “თიბისი”-ს გახმაურებული საქმეა.

„საერთაშორისო გაერთიანება ძალიან შეშფოთებულია იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. დიდი ყურადღება ეთმობა გავრცელებულ ცნობებს. რა თქმა უნდა, „თიბისის“ საკითხი მთავარია. მისი ხელმძღვანელები მაღალი და კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. უამრავი კომპანია და ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს მათთან, EBRD-ის ჩათვლით. თუ ჩვენ გვექნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობის ქმედებები ბიზნესში პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეპუტაციას. თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია აქვს, უნდა განაგრძოს არჩეული გზა. ეს ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების არარსებობას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ისეთ ბიზნესატმოსფეროს, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს მიესალმება,“ – განაცხადა პასკალ მენიემ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქია: სიძე, რათქმა უნდა, მათიკაშვილია!!! აი, რძალი, კი…
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შუამავლობაზე საუბარს არასერიოზულს უწოდებს