“თუ ასარჩევი, ვიცით რომელს ავირჩევთ”, -ბერძენიშვილი რუსეთის მხრიდან ვიზების გამარტივებაზე საუბრობს

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პრაღაში გამგზავრებას მმართველი გუნდი ეხმაურება. უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე განსახილველი საკითხების თაობაზე პოლიტიკური შეფასებები მოყვა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესაქლმება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივების საკითხს ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან. თუმცა, მისივე განმარტებით, ამის სანაცვლოდ არჩეული კურსის დათმობა არ მოხდება.

“თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით რომელიმე ქვეყანა მოგვხიბლავს და უარს გვათქმევინებს იმაზე, რაზეც განსაკუთრებული მიმართულება გვაქვს გამოცხადებული და რაზეც ვმუშაობთ, ანუ ევროპასთან ინტეგრაცია, ევრო ვიზებზე და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე, ძალან ცდება. თუ ასარჩევი გვექნება, ჩვენ ვიცით რომელს ავირჩევთ. თუ ორივე გვექნება, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას,” – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

კარასინი აბაშიძის შეხვედრის მორიგი რაუნდი პრაღაში ხვალ გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპარიზში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, ერთი ეჭვმიტანილი გაიქცა
შემდეგი სტატია,,22 ვარდი- დიახ მიშა მაგარია”