“თუ აქამდე თურქული, ლათინურ-ამერიკული ან რუსული სერიალებით ერთობოდნენ ადამიანები, ახლა არის გაუთავებელი, წარმოუდგენელი სახის პორნო სერიები”

თუ აქამდე თურქული, ლათინურ-ამერიკული, ან რუსული სერიალებით ერთობოდნენ ადამიანები, ახლა არის გაუთავებელი, წარმოუდგენელი სახის პორნო სერიები, – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი დემკრატების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ცაგარეიშვილს საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, თუმცა ხელისუფლებას მაინც მოუწოდებს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ძირშივე აღიკვეთოს “ამგვარი საშინელებების” გავრცელება და ყველა გამავრცელებელს უმკაცრესი პასუხი მოსთხოვოს.

“ამგვარი ვიდეოების გავრცელება ანგრევს, ძირს აცლის ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამგვარი ტერორი ვფიქრობ, ძალიან დიდი უბედურების მომტანია ყველასთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, მითუმეტეს, მოახლოებული არჩევნების ფონზე, ვფიქრობ, ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომლის შესაძლებლობებში სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც ვალდებული ვარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და პარლამენტის წევრმა საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდო ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა ძირშივე იყოს აღკვეთილი ამგვარი საშინელებების გავრცელება და ყველა გამავრცელებელს მოსთხოვოს უმკაცრესი პასუხი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მე ამაში ეჭვი მეპარება, ჯერჯერობით არც ერთი ამგვარი ვიდეოს გამავრცელებელი არ არის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული. სწორედ ამიტომ გათავხედდნენ ეს ადამიანები და სერიალის სახე შეიძინა. თუ აქამდე თურქული, ლათინურ-ამერიკული ან რუსული სერიალებით ერთობოდნენ ადამიანები, ახლა არის გაუთავებელი, წარმოუდგენელი სახის პორნო სერიები. ეს უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ბევრად უფრო მძიმეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია”, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატია“მაესტროში” დღეს მამუკა ღლონტს ელოდებიან