“მაესტროში” დღეს მამუკა ღლონტს ელოდებიან

მაესტროში დღეს მამუკა ღლონტს ელოდებიან. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სხვა კოლეგებთან ერთად საერთო შეკრებაზე მაუწყებლობის გაგრძელების საკითხებზე იმსჯელებს. მხარეები უნდა შეთანხმდნენ სხვა იურიდიული პირის სტატუსით, თუმცა იმავე სახელითა და ლოგოთი, საქმიანობის გაგრძელებაზე.

მაესტროში ბაია გადაბაძე და ბაჩო კიკაბიძე უკვე მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მამუკა ღლონტი მათ დაპირდა, რომ მიმდინარე პროცესებში მათ დაეხმარებათ.

მათივე განცხადებით, ისინი დღეს მაესტროს თანამშრომლებს შეხვდებიან. შესაბამისად, მათთვის დღეს გახდება ცნობილი ვინ აპირებს მუშაობას ტელეკომპანია მაესტროში ბაჩო კიკაბიძის ხელმძღვანელობით, ან ვინ დაიწყებს მუშაობს შპს სტუდია მაესტროში, რომლის დირექტორიც ლევან გაჩეჩილაძე გახდა.

banner
წინა სტატიაში“თუ აქამდე თურქული, ლათინურ-ამერიკული ან რუსული სერიალებით ერთობოდნენ ადამიანები, ახლა არის გაუთავებელი, წარმოუდგენელი სახის პორნო სერიები”
შემდეგი სტატიაანკარას ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა