თსუ-ს სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას უნივერსიტეტის ეზოში მართავენ.

სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია – უშიშროების ტანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტობის თვითმმართველობის პრივილეგიები, ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა და კანცლერის ტანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას. თსუ-ს სტუდენტების აქციას სეუ-ს სტუდენტები შეუერთდნენ. შეგახსენებთ, რომ დღეს, კანცლერის პოზიციაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილი აკადემიურ საბჭოს შეხვდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დარჩება თუ არა მისი კანდიდატურა წარდგენილ პოზიციაზე. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ასევე ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს კინოსა და თეატრის, სამხატვრო აკადემიის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.

banner
წინა სტატიაში“არავინ მოვიტყუოთ თავი, რომ ხელისუფლება ტექნიკურად შეძლებს აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან”
შემდეგი სტატია“თუ აქამდე თურქული, ლათინურ-ამერიკული ან რუსული სერიალებით ერთობოდნენ ადამიანები, ახლა არის გაუთავებელი, წარმოუდგენელი სახის პორნო სერიები”