თუ ადამიანს, ეკუთვნის შეღავათები კანონით დადგენილი ნორმებით, მან, რა თქმა უნდა, ამით უნდა ისარგებლოს

„თუ ადამიანს, ეკუთვნის შეღავათები კანონით დადგენილი ნორმებით, მან, რა თქმა უნდა, ამით უნდა ისარგებლოს“ – ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე შესაძლო განთავისუფლებას. მინისტრმა ამ საკითხს „სამართლებრივი“ უწოდა და პოლიტიკური შეფასება არ გააკეთა:

„აქ ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, პოლიტიკურ შეფასებას არ მივცემ. შეიძლება, ეს არის ვინმესთვის პოლიტიკური განზომილების მატარებელი საკითხი, ჩემთვის, არ არის.“ – განმარტა გახარიამ და დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილს კანონი ისევე უნდა შეეხოს, როგორც ნებისმიერ რიგით მოქალაქეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – შეუძლებელია გავათანაბროთ დღეს ნარკოტიკული თრობა და ალკოჰოლური თრობა იმიტომ, რომ ეს საერთოდ სხვადასხვა რანგის დანაშაულია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფრაზა „ მიმდინარეობს გამოძიება“ სულ უფრო და უფრო იშვითად იყოს გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ