ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, განცხადებას აკეთებს და შს მინისტრს მიმართავს.
ბოკუჩავას თქმით, ვახტანგ გომელაური მოქალაქეებს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს არ იცავს, ის მხოლოდ ივანიშვილის ინტერესების მცველია. ბოკუჩავას გამოსვლას ხმაური მოჰყვა, მას მიკროფონი გიორგი ვოლსკიმ გაუთიშა, რომელიც დღევანდელ სხდომას ხელმძღვანელობს.
“დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით ბატონო ვახტანგ, არ დგას საქართველოს შს მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერ გამოსული, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მზად არის რუსული კანონის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ ომონს,“ – ამბობს თინა ბოკუჩავ