მოვლენ ბოღმას დაანთხევენ, მერე გადიან დარბაზიდან და ამ თავისი ბოღმით დატვირთულები სხვებზე ავრცელებენ ბოღმას – პაპუაშვილი ოპოზიციის წევრებზე

შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების ოპონტენტები ბოლშევიკების შთამომავლებად მოიხსენიებს. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას დაბრაზში ტაში მოჰყვა.

“როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, თავის ტყავის ქურთუკებს ისევ გადმოალაგებენ, ჩაიცვამენ, მაუზერს მოიმარჯვებენ და დაერევიან საზოგადოებას, როგორც იყვნენ დარეულები, ესენი თავს აიდენტიფიცირებენ ევროპულთან, რომლებიც არიან შთამომავლები ბოლშევიკებისა”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა და ოპოზიციას მიმართა.

“რაც ჩვენ ვნახეთ თინა ბოკუჩავას საქციელი, რასაც ვისმენდით გუშინ თუ გუშინწინ იყო ანა ნაცვლიშვილისგან, ის ზიზღი, რაც ტრიბუნიდან გადმოეფრქვეოდა, მართლაც რომ ხელში რომ სჭეროდა იარაღი, დაახლიდა შუბლში. შეუძლებელია უბრალოდ ეს აგრესია, რაც მათი მხრიდან მოედინება, ადამიანის ზიზღი. უნარი, რომ არ აქვთ მოისმინონ პასუხები, ესეც აჩვენებს, მოვლენ ბოღმას დაანთხევენ, მერე გადიან დარბაზიდან და ამ თავისი ბოღმით დატვირთულები სხვებზე ავრცელებენ ბოღმას, ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს და სამწუხაროა, რომ ასეთ ხალხს კიდევ აქვთ პრეტენზიები, რომ რაიმეზე ისაუბრონ,”- ამბობს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშითქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერ გამოსული, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი – ბოკუჩავა გომელაურს
შემდეგი სტატიაქოცებო, თქვე “ნაცებო“, შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება – გახარიას გუნდი