თქვენი ნომერ პირველი ამოცანა ყველაზე მთავარი და საშიში კონკურენტის პოლიტიკური ველიდან ჩამოცილებაა – რომან გოცირიძე მმართველ გუნდს მიმართავს

თქვენი ნომერ პირველი ამოცანა ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი და საშიში კონკურენტის პოლიტიკური ველიდან ჩამოცილებაა – ამ განცხადებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საკომიტეტო სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა. მისი განცხადებით, ნიკა მელიას დაკავებით „ქართული ოცნება“ ყველაზე საშიში კონკურენტის განეიტრალებას ცდილობს.

„თქვენ პირდაპირ ურტყამთ ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას. თქვენი ნომერ პირველი ამოცანა ამ შემთხვევაში, ყველაზე მთავარი და საშიში კონკურენტის პოლიტიკური ველიდან ჩამოცილება და მისი როგორც ფორმალური ლიდერის, ასევე ფაქტიური ლიდერის როგორც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კონკურენტის პოლიტიკური ველიდან გაქრობაა ნიკა მელიას სახით,“- განაცხადა გოცირიძემ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მელიას დაკავებით ხელისუფლება საკუთარი დანაშაულებების გადაფარვას და შს მინისტრის დასჯის პროცესის გადავადებას ცდილობს.

„თქვენ გინდათ მიაღწიოთ იმ დანაშაულებების გადაფარვას, რომელიც ქვეყანაში მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში, დაწყებული აი, ამ კომუნისტი გავრილოვით და მისი ბანდით, რომელიც დარბაზში შემოიყვანეთ, დამთავრებული ის რაც დაატრიალა თქვენმა შს მინისტრმა. თქვენ გინდათ გახარიას დასჯის პროცესი გადაავადოთ. გახარია პოლიტიკურად დასჯილია,“- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: შევიდა უკვე პროცესი დასკვნით ფაზაში, ბევრჯერ მაქვს ნანახი