“თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით “- პრეზიდენტის მილოცვა პოლიციას

პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი:

“პოლიციის თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.

ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თქვენ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას.

კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24 საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად – სხვათა სიცოცხლესა და დაცულობაზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოების, თითოული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გამოხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი შრომის მიმართ.

საქმიანობაში მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.” ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე : ე.წ. ციანიდის საქმეში არ არსებობს არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი
შემდეგი სტატია“სახელმწიფო არის ჩამოშლილი, მოქალაქეები დაცულები არ არიან”- ენმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს