ირაკლი შოთაძე : ე.წ. ციანიდის საქმეში არ არსებობს არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი

მთავარი პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა არ არსებობს.

„ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში წარიმართა საქმე სასამართლოში. მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება მის შესაძლო თანამონაწილეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება. ამაზე ცალკე გამოიყო საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოიება. არანაირი პირადი ცხოვრების, საიდუმლოების ამსახველი კადრი ე.წ. ციანიდის საქმეში არ არსებობს. ამაზე შესაბამისი კომენტარი პროკურორმა უკვე გააკეთა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ციანიდის საქმის” სასამართლო განხილვისას ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში დევს ვიდეო, აუდიო და წერილობითი მტკიცებულები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, მათ შორის ინტიმურ დეტალებს შეიცავს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელი ჟურნალისტის სოლიდარობის აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია“თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით “- პრეზიდენტის მილოცვა პოლიციას