“სახელმწიფო არის ჩამოშლილი, მოქალაქეები დაცულები არ არიან”- ენმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის იძულებით გაყვანის ფაქტს “საგანგაშოს” უწოდებს.
მისი თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია.
„ქვეყანაში არის სავალალო ვითარება, როდესაც დღისით, მზისით ხდება ადამიანის გატაცება და გაუჩინარება. პრაქტიკულად სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს. მთლიანად სახელმწიფო არის ჩამოშლილი და ქართულმა ოცნებამ რაც მოიტანა საქართველოში ეს არის ქაოსი, არასტაბილურობა, დესტაბილიზაცია და როდესაც ასეთი რამ ხდება საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული. ყველას აქვს საფრთხე იმისა, რომ რაღაც ზიანი მიადგეს,“-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

გუშინ, 30 მაისს ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, აფგან მუხთარლი სასტიკად ნაცემი

banner
წინა სტატიაში“თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით “- პრეზიდენტის მილოცვა პოლიციას
შემდეგი სტატია“ახალი საქართველო” ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის