თორნიკე მამალაძე: ჩემი ძმა ამ ბინძურ საქმეში არ აჰყვება მათ

დეკანოზი გიორგი მამალაძე მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან “ვივამედში” გუშინ, ღამის 03:00 საათისთვის გადაიყვანეს. დეკანოზ მამალაძის ოჯახი 3 წლის მანძილზე ითხოვდა პატიმარი სასულიერო პირის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

თორნიკე მამალაძის თქმით, მისი ძმა უფრო ცუდადაც ყოფილა და ის მოთხოვნის მიუხედავად კლინიკაში არ გადაუყვანიათ​.

თორნიკე მამალაძე ვივა მედის კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდა:

“სამი წელია მე-18 დაწესებულებაში იმყოფება და ეს დაწესებულება პირდაპირი მნიშვნელობით არის სასაკლაო. 3 წლის განმავლობაში პარალიზებულ მდგომარეობაშია და არანაირი მკურნალობა არ ჩატარებულა, რადგან რესურსი არ გააჩნია ამ საავადმყოფოს.

მითხრეს, რომ გადმოყვანილია “ვივა მედში”, მაგრამ გადმოყვანის მიზეზი უცნობია. თუ ეს არის თემების გადაფარვის მცდელობა, ჩემი ძმა ამ ბინძურ საქმეში არ აჰყვება მათ”,- ამბობს თორნიკე მამალაძე.

banner
წინა სტატიაშიმწერლები ტორესა მოსის დაკავებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატია“თეთრ ხალათში ჩაცმული ექიმი შიმშილობს იმის გამო, რომ პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს”