თორდია მომავალ მთავარ აუდიტორად მის მოადგილეს ნინო ლომჯარიას ისურვებდა

ლაშა თორდია მომავალ მთავარ აუდიტორად მის მოადგილეს ნინო ლომჯარიას ისურვებდა. ამის შესახებ თავად ლაშა თორდიამ განაცხადა, რომელსაც დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად მუშაობის ვადა ამოეწურა.

„ნინო ლომჯარია არის პიროვნება, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური ბექგრაუნდი და მისი მთავარ აუდიტორად არჩევა არ გამოიწვევს საზოგადოებაში დამატებით კითხვის ნიშნებს.

გარდა ამისა, მისი გამოცდილება იძლევა იმის თქმის წინაპირობას, რომ სახელმწიფო აუდიტში პროცესები კიდევ უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

თორდია არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვისი კანდიდატურები განიხილება მის შემცვლელად და აღნიშნავს, რომ მთავარი აუდიტორის შერჩევის პრეროგატივა პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.

banner
წინა სტატიაშიდევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიასოსო ოხანაშვილი “სკაიპით” დაიკითხა