თითი ჩაწიე კი არა სხვა რამე არ აგიწიო კიდე (video)

მწვავე დაპირისპირება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ყოფილ თანაგუნდელებს შორის. დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და საპარტნიორო ფონდის ხელმძვანელი, დავით საგანელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და წარსული შეახსენეს. საგანელიძემ ჭიჭინაძეს რამდენჯერმე გაუმეორა, რომ “ახსოვს სად იყო და აქ როგორ მოხვდა”.

“თვალში ნაცარი შეაყარე, სადაც შეგიყრია იქ …“ – მიმართა ჭიჭინაძემ საგანელიძეს, რასაც საგანელიძის პასუხი მოჰყვა, რომ – “გავიწყდება როგორ მოხვდი აქ და თქვენობით მომმართე თუ შეიძლება“

„თქვენობითა არა ისა, თქვენობას დამსახურება უნდა…ჩამოდი მაქედან, აგივარდა თავში რაღაცეები​…თითი ჩაწიე კი არა სხვა რამე არ აგიწიო კიდე, ყურები ” – უპასუხა ჭიჭინაძემ საგანელიძეს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ კომიტეტის წევრებს საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

 

banner
წინა სტატიაშიზესტაფონში საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიალიონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს