ზესტაფონში საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ზესტაფონში დღეს მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი მიხეილ ბებიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

შემთხვევა ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში დღეს მოხდა. საწყობში ორ პირს რელსები დაეცა.

მეორე დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: გიორგი ქობულიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიათითი ჩაწიე კი არა სხვა რამე არ აგიწიო კიდე (video)