ლიონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს

პარიზის პროკურატურამ გაავრცელა, ლიონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული – “ლოკალი” წერს. პირველი ეჭვმიტანილი 24 წლის ალჟირელია, რომელიც ინფორმატიკას სწავლობს. ის დედასთან ერთად ცხოვრობდა და პოლიციასთან არასდროს ჰქონია საქმე. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი საკუთარ სახლთან დააკავეს. მოტივები უცნობია.
მეორე ეჭვმიტანილი პირველის უმცროსი ძმაა. დაკავებულია, ასევე, მათი დედა. და დაიკითხა, თუმცა, გაუშვეს.

ლიონში აფეთქება 24 მაისს საღამოს ხუთ საათზე მოხდა. ხელთნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების მოქმედებაში მოყვანამ 13 პირის დაშავება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითითი ჩაწიე კი არა სხვა რამე არ აგიწიო კიდე (video)
შემდეგი სტატიაFiat Chrysler-ი და Renault-ი, შესაძლებელია, გაერთიანდნენ