თინათინ ხიდაშელი : ,,ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ”

თავდაცვის მინისიტრის განცხადებით მისი შემცვლელის ვინაობა პრემიერის გადასაწყვეტია და კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი მოქმედ მინისტრს არ შეუძლია. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა:
„ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ. ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ. ამ კითხვაზე პასუხი როგორ უნდა გაგცეთ? მე რომ არ ვიქნები ამ პოსტზე, პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა. მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა, სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი… თუმცა ის კაცი კანდიდატურად ვერ გამოდგება, რადგან არასდროს დათანხმდება ამ წინადადებას.“- განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშინაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძის საქმეზე აბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს მიიღონ
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე : გიგი წერეთელს რთული დღეები უდგას