ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძის საქმეზე აბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს მიიღონ

მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება.

ნაფიცი მსაჯულები 3-კვირიანი განხილვის შემდეგ, საბოლოო ვერდიქტს მიიღებენ. 150-ადგილიანმა დარბაზმა, რომელიც საქალაქო სასამართლოში ყველაზე დიდია, დამსწრე დაინტერესებული პირები სრულად ვერ დაიტია.

ათეულობით ადამიანი ვერდიქტს სასამართლოს დერეფანში ელოდება. პროცესზე გამოცხადდნენ ომარ ქაფიაშვილის თანამშრომლები, შსს-ს თანამშრომლები, პროფესიულად დაინტერესებული იურისტები, პროკურორები, რომლებიც პროცესის მონაწილეები არ არიან და დაინტერესებული არიან აღნიშნული საქმით და აკვირდებიან.

ვერდიქტამდე დაცვის და ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვებს წარმოადგენენ. დაცვის სიტყვა 15 გვერდიანი პროკურატურის17 გვერდიანია.

პაპიძე ისარგებლებს საბოლოო სიტყვით, რის შემდეგაც მსაჯულები სათათბიროდ გავლენ. პირველ 3 საათში ვერდიქტის მისაღებად 12 ხმაა საჭირო. თუკი 12 მსაჯულიდან ერთი მაინც არ დაეთანხმება გადაწყვეტილებას, მსაჯულებს ვერდიქტის მისაღებად დამატებით 6 საათი მიეცემათ. ამ დროში გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ 8 ხმაა აუცილებელი. თუ ამ დროშიც ვერ მიიღეს გადაწყვეტილება მოსამართლე 3 საათს დაუმატებს, სადაც კვლავ 8 მსაჯულის თანხმობაა საჭირო. თუკი ისევ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, მოსამართლე მათ დამატებით გონივრულ ვადას მისცემს, რომელიც პრაქტიკის მიხედვით ერთსაათიანია. ამ დროშიც თუ ვერ შეჯერდნენ გადაწყვეტილებაზე, მოსამართლე მსაჯულებს დაითხოვს და ახალი შემადგენლობის შერჩევა მოხდება.

banner
წინა სტატიაშიტერაქტების ორგანიზებისთვის დაკავებულებს თურქეთის სასამართლომ ბრალი წაუყენა
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი : ,,ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ”