თედო ჯაფარიძე : გიგი წერეთელს რთული დღეები უდგას

დეპუტატი და საგარეო ურთიერობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშრებით აცხადებს, რომ წერეთელს რთული დღეები უდგას. მისივე თქმით, არ იცის, ახალ თანამდებობაზე გიგი წერეთლს რა შუაძლია გააფუჭოს, გააკეთოს, გააუმჯობესოს, ამას მომავალი აჩვენებს.

„ბატონ გიგის რთული დღეები უდგას, თუ დააკვირდებით მის მოქმედებას და დინამიურ კომუნიკაციებს საპარლამენტო სესიის მსვლელობისას. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. რა წარმატებები და დედებითი შედეგები მოუტანა ეუთო-ს გიგი წერეთლის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტობამ, ამას შეაჯამებს ხვალინდელი კენჭისყრა, რომელიც არის ფარული. ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ არჩევნებზე

ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გახლავთ, ეს არც დაუმალავს. რა პოზიცია უკავია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ყველასთვიც ცნობილია. არ მგონია, რომ გიგი წერეთელს თავისი იდეოლოგიით, თვისი მიდგომებით, განსხვავებული მიდგომები ჰქონდეს, ვიდრე თავის პარტიას. ვნახოთ, თუ გიგი წერეთელის აირჩევენს ასამბლეის პრეზიდეტნად, დაგმობს თუ არა იმ ნეგატიურ ქმედებებს, რაც ჩაუდენია „ნაციონალურ მოძრაობას”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი : ,,ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ”
შემდეგი სტატიადარიალში საავტომობილო გზა დღეს გაიხსნება