თინათინ ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილთან ჩემს ურთიერთობას არანაირი პრობლემა არ აქვს

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი მისამართით მასიური შეტევა მიმდინარეობა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ არსებული ძალებისგან. ამასთანავე თინათინ ხიდაშელმა ყოფილ პრემიერმინისტრთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული შეხვედრები აქვს, თუმცა თავდაცვის მინისტრის მტკიცებით კოალიციაში არსებულ ვითარებას ამ შეხვედრებზე არ განიხილავენ. ხიდაშელის თქმით მას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაში პრობლემები არ აქვს.
„ბრმა უნდა იყო ვერ ხედავდე, რომ მასიურად ხდება შეტევა პირადად თავდაცვის მინისტრზე, პირადად თინა ხიდაშელზე არ არის საუბარი, საუბარია ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე შეტევაზე. დაწყებული გაუგებარი ადამიანებისგან, არც მინდა მათი სახელების და გვარების დასახელება, დამთავრებული ამხელა მეზობელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებით. ეს სრულიად ნათელი და ცალსახაა. დიახ, გიდასტურებთ, რომ მე მაქვს რეგულარულად ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან და არანაირი პრობლემა ამ ურთიერთობას არა აქვს. ჩვენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ, სადაც მე მჭირდება რჩევა და არის რამდენიმე პროექტი, სადაც თავდაცვის სამინისტროს ფონდი ქართუ ეხმარება,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

banner
წინა სტატიაში“ევა გაივლის და კარგად არის!”- შორება ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი ნინო ბურჯანაძეს პასუხობს