თინა ხიდაშელის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ, ვარაუდი არსებობს

თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ლიკვიდირებულია.

მისისტრის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის უწყებამ დღეს, დილით მიიღო პარტნიორებისგან.

“დღეს, დილით მომივიდა ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შემიძლია ამის შესახებ არაფრის თქმა. ჩვენც ზუსტად ისე ველოდებით საბოლოო პასუხებს, როგორც დანარჩენი საზოგადოება. ძალიან აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ნებისმიერ საკითხზე ჩვენს პარტნიორებთან და გამთენიისას, ძალიან ადრე გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. ხაზგასმით ვამბობ, ამ წუთის მდგომარეობით, ასეთი ვარაუდი არსებობს”,-განაცხადა თავდაცვის მინიტრმა.

შეგახსენებთ, რომ პენტაგონის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 4 მარტს, აშშ-ის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი ელჩებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული პროექტების განხორციელების პროცესს აცნობს
შემდეგი სტატიაბაქოში ქართული კულტურის ფესტივალი გაიხსნება