თინა ხიდაშელი ელჩებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული პროექტების განხორციელების პროცესს აცნობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული პროექტების იმპლემენტაციის პროცესს აცნობს. შეხვედრა ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმართება.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი (SNGP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და თავსებადობის მიღწევისთვის საჭირო ზომებისა და ინიციატივების ერთობლიობას. ხსენებული პაკეტი მიზნად ისახავს მხარდაჭერას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 13 სხვადასხვა მიმართულებით როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის.

პაკეტი ითვალისწინებს რეკომენდაციების გაცემას, სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და სასწავლო აქტივობებს, მრავალ-ეროვნულ წვრთნებსა და თავსებადობის გაზრდილი შესაძლებლობების მიღწევას.

2015 წლის მონაცემებით, ნატო-ს წევრ 20 ქვეყანასა და პარტნიორ ქვეყნებს თავიანთი გამოცდილებითა და რესურსებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პაკეტის განხორციელებაში.

banner
წინა სტატიაშითავისუფლების მოედანზე ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ, ვარაუდი არსებობს